Sep 19, 2012

კარფური - ყოველთვის დაბალი ფასები

კარფური თბილისშია.

ჰიპერმარკეტების ქსელი, რომელიც ცნობილია თავისი იაფი ფასებით, სექტემბრის შესანიშნავ რიცხვ 13-ში გაიხსნა თბილისი მოლში. რა თქმა უნდა, გამოიწვია დიდი აჟიოტაში. ხალხი მიაწყდა ახალი ხილის დასაგემოვნებლად. ფეისბუქის ნიუსფიდი ამიჭრელდა კარფურის ქება-დიდებით. რა თქმა უნდა, პირველი მომხიბვლელი ფაქტორი ფასები იყო. მეორე - პროდუქციის სიმრავლე. მესამე - ალბათ კონკურენტუნარიანობა. მხოლოდ გუდვილის ამარა რომ არ ვართ დარჩენილები :)

როგორც იტყვიან, Veni, Vidi, Vici. და ვისიამოვნე.
ორ სართულზე განლაგებული კარფური სიდიდით და პროდუქციის მრავალფეროვნებით გხიბლავს. თვალები გიჭრელდება და აქეთ იქეთ გაგირბის. არ იცი რომელ განყოფილებას ეცე. არც ის გაქვს ზუსტად განსაზღვრული რისთვის ხარ კონკრეტულად მისული. დასათვალიერებლად უბრალოდ - რაც შეუძლებელია - თუ სახლისთვის საჭირო ნივთებისა და პროდუქტების შესაძენად.

მე ყოველ შემთხვევაში ასე დამემართა :დ ... თუმცა, ეგრე მემართება ნებისმიერ დიდი მაღაზიაზე :დ... ჰმ. ამას მარტივად - "დახამება" ქვია :დ

მოკლედ, ილუსტრირებულად გადმოვცემ:



პირველი, რამაც აღმაფრთოვანა, ბალეტკების მართლა დიდი არჩევანი. ფასები იყო საკმაოდ ხელმისაწვდომი - 30 ლარის ირგვლივ.


ქალისა და მამაკაცის სამოსი რამოდენიმე რიგში იყიდება, მისაღები ხარისხის basic ტანსაცმელი: პოლოები, მაისურები, სპორტული შარვლები, თეთრეული. ფაქტიურად ბაზრობის ფასებში, როგორც იტყვიან. საბავშვო განყოფილებაც არის:

მაისურები 15 ლარად. 


6-10 ლარი სულ პატარების "ბოდიკები". 100% ბამბა. არჩევანიც მომეწონა და ხარისხიც. საჩუქრად ახალშობილისთვის შესაძლებელია კარგი რამეების არჩევა. საბავშვო თეთრეულის არც თუ ისე დიდი არჩევანი იყო. TAC-ის ერთსაწოლიანი ვინი პუჰის სიმპათიური თეთრეული 80 ლარად შევიძინე.

საჩუქრები ვახსენე და რაღაც საინტერესო "შკატულკებს" მოვკარი თვალი:


на любителя, როგორც იტყვიან.

იმავე სართულზე არის როგორც წვრილი ტექნიკა

ასევე, მსხვილი.

მრავალფეროვნების მოყვარულებს:


მაინცდამაინც ვერ დაიკვეხნის არჩევანის სიმრავლით: მხოლოდ მასკულანისა და თვითონ კარფურის წარმოების.
სხვათა შორის, ბევრ პროდუქტს კარფურის ლოგო ქონდა. წამოვიღე კარფურის ხსნადი ყავა და საკმაოდ გემრიელი გამოდგა. ისევე, როგორც კარფურის ჯემები.


მეორე სართულზე საკვები პროდუქტების განყოფილებაა.


ბევრი ბევრი თხილი <3


სურნელოვანი ყავა <3


და ყველის დიდი არჩევანი <3



ფრიად სასიამოვნო და დამღლელი იყო ამხელა ტერიტორიაზე შოპინგი და ბოდიალი. ჯერ ჯერობით ფასები მართლა გაოცებენ და დაბეჯითებით უმტკიცებ საკუთარ თავს, რომ ფეხს აღარ შეადგამ სხვა მარკეტში. ძალიან მინდა, რომ კარფურმა შეინარჩუნოს დონე და ფასები, და სტანდარტულ-გურჯულ ბიზნესურად არ აწიოს დროთა განმავლობაში.


დრო გვიჩვენებს, გაამართლებს თუ არა ჩემს იმედებს კარფური.

(: სასიამოვნო შოპინგს გისურვებთ. :)

პ.ს. ნეტში მოიძიეთ ფეისბუქზე 
და ინფორმაცია საიტზეც
Related Posts Plugin for WordPress, Blogger...