Sep 15, 2012

ავეჯის სახლი "საბა" - გურჯული ხარისხი და მომსახურება

ნუ აი რამდენჯერ უნდა... როგორ ვთქვა... აი наебнуться ძალიან კარგად გამოხატავს იმას, რასაც ახლა ვგრძნობ ავეჯის სახლ "საბას" მიმართ. მერამდენეჯერ პროსტა!

მესამე ნივთია რაც ამ ავეჯის სახლში შევუკვეთეთ და მესამეჯერვე ხარისხისა და მომსახურების უმდაბლეს დონეს ვეჩეხები.... ნამეტანი ზრდილობიანად დავწერე რა.

WTF No. 1:
ჯერ იყო და კარადა როცა შევუკვეთეთ, მოიტანეს მიმაგრებული სარკის გარეშე. რომლის წებოს გაშრობას კიდევ სახლის აივანზე ორი დღე ვანდომებდით. სადღაც ერთ თვეში მოსრიალე კარი "რელსებიდან" ვარდება.

WTF No. 2:
შეკვეთილი საწოლი ერთ წელიწადში ისეთ მდგომარეობაშია, გადაბრუნების გეშინია, სხვა არაფერზე პრეტენზია არ უნდა გქონდეს.
ორი ორზე მატრასი გაკეცეს, შეტენეს ლიგტში და ისე ამოიტანეს. გვარწმუნებდნენ გაიშლება ნაკეცი არაფერი დაეტყობაო. yeah, right. არ ენდოთ, მოკლედ.

WTF No. 3:
აგვისტოს ბოლოს შევუკვეთეთ სანისთვის ხის საწოლი: ორი კვირა მოუნდა ერთადგილიანი ლოგინის აწყობას, მაგრამ ვინ ჩივის: ფერი სხვაა - კარგი, გავატარე. ორივე მხარეს "ბორტიკები" მჭირდებოდა მყარად დამაგრებული და ცალკე ჩასადგმელები მოათრიეს. აღარაფერს ვამბობ, რომ ამ "ბორტიკების" დიზაინი სულ სხვაა თავდაპირველად არჩეულისგან განსხვავებით.

C'mon, რა! დღეს უკვე აღარ მეყო თავშეკავება და დავურეკე შეკვეთის მიმღებს და გამოვთუთქვი ყველაფერი, რასაც მასზე და მის მომსახურებაზე ვფიქრობ. დიახ, ძალიან ცუდად მოვიქეცი, მაგრამ ამ მომენტში ძალიან მკიდია. გულის მოფხანვა ძალიან კარგი ყოფილა ზოგჯერ.

ვინმე მეტყვის ალბატ წადი ტამ, "ბელუქსში" ან არ ვიცი, ემბავუდში. ემბავუდს ძალიან სიმპათიური მანქანა-საწოლი ქონდა საბავშვო, მაგრამ 800 ლარს პლასტიკში თუ რაღაც მსგავს მასალაში ვერ მივცემ, მით უმეტეს ეკოლოგიურად არც ისე ჯანსაღია, იმ ხისგან განსხვავებით, რომელიც "საბა"-ში ავიღეთ.

მოკლედ, არ ვიცი, ოდესმე გვეღირსება საქართველოში, მისაღებ ფასად მივიღოთ დამაკმაყოფილებელი მომსახურება?

ძალიან იმედგაცრუებული ვარ. 
Related Posts Plugin for WordPress, Blogger...