Apr 14, 2012

თბილისი მოლი - ახალი სავაჭრო ცენტრი

ოი! კარგი შოპინგი კარგია :)

"ტალკუჩკის" გარეშე. ორ სანტიმეტრიან ფარდას ამოფარებული რომ არ გიწევს გამოცვლა. გამყიდველი მართალია კუდში დაგყვება, მაგრამ არ წამოგაძახებს მაინც "მყიდველი თუ არა ხარ, რას მაწვალებო". და ა.შ.

მოკლედ, დღეს თბილისი მოლში ვიყავი და aww <3, Love at first sight. კი ბატონო, ქარვალსაც გვაქვს და თბილისი ცენტრალიც. მაგრამ აქ რაღაც თავი უფრო კომფორტულად ვიგრძენი. გამახსენდა ანტალიისა და ლონდონის დიდი შოპინგ მოლები <3 მართალია, ჯერ კიდევ ძალიან შორს ვართ პარიზის ლაფაიეტისაგან,
რაღაც კონსტრუქცია ჭერიდან
მაგრამ წინსვლა იგრძნობა. შოპინგი სიამოვნება უნდა იყოს, და არა გადაქანცვა, "მაინც ვერაფერი ვნახე", "ყველგან ერთი ნაგავია" განწყობით დაბრუნება სახლში.

შორია, კი ბატონო. საკუთარი მანქანით მისვლაა ყველაზე კომფორტული. დიდი სადგომიც აქვს ქვედა დონეებზე და ახლოსვე არის უკან დასაბრუნებელ გზაზე მოსახვევიც. (ვფიქრობდით, რომ მცხეთამდე მოგვიწევდა ჩასვლა და იქ მოტრიალება, რომ ქალაქში დავბრუნებულიყავით).

მოლის შესასვლელთან ავტობუსის გაჩერების ნიშანიც შევამჩნიე. უკანა გზაზე 69 ნომერ ავტობუსსაც მოვკარი თვალი, მაგრამ ვერ მოგატყუებთ, არ ვარ დარწმუნებული ეს ნომერი მიდის თუ არა თბილისი მოლამდე.

ჯერ ჯერობით ცენტრში მოქმედია პირველი სართული. Aldo, Bershka, Stradivarius, La Senza, Zara, კიდევ რამოდენიმე ბრენდის მაღაზია. ფასები მისაღები და მისაღები+.

ალდოს ჩანთები მაგალითად: თითქმის იგივე ფასში, რაც ინტერნეტშია. ზარას ეტყობა, რომ ბევრი ფული დახარჯა რეკლამაზე :) სტრადივარიუსის ჩანთას გულგრილად გვერდი ვერ ავუარე და მიუხედავად იმისა, რომ სხვა სტილის ყიდვას ვაპირებდი, ხარისხმა იმდენად მომხიბლა, რომ ვერ გავუძელი ცდუნებას. თეთრეულის მაღაზიებში ფასები დაახლოებით ასეთია: სამი სექსუალური ტრუსი ასევე სექსუალურ 69 ლარად. ჯინსები იყო მისაღებ ფასებში: 50+. ფერადი მაისურები 19+. ტყავის ბალეტკები 62+.

მოკლედ, ვფიქრობ ნებისმიერი ჯიბით შეიძლება მოლში მისვლა. ოღონდ ნამდვილად არა "უბრალოდ დავათვალიერებ" მიზნით :) ხელცარიელი ვერ გამოხვალთ. ქამარს (ორი, ვიწრო, ფერადი = 12 ლარი) ან შარფს (15+) აუცილებლად გამოკრავთ ხელს. აქსესუარებზე წამომცდა და New Look-მა მომხიბლა: როგორც არჩევანით, ასევე ფასებითა და ხარიხსით, რომელიც კარგად დამამახსოვრდა ლონდონიდან <3
My new New Look, Zara, Stradivarius
ერთმა მომენტმა დამაინტრიგა: სახლში აღმოვაჩინე ჩეკზე სურათზე ნაჩვენები წარწერები და ნეტა თუ მუშაობს/იმუშავებს მსგავსი მიდგომა საქართველოში, ისევე როგორც ეს ევროპაში ხდება?


ჰო. ამ ჯერზე ძირითადად არჩევანი მაინც ქალებისთვისაა. მამაკაცებისთვის ძალიან მწირი. არც წასახემსებელი კუთხეა. თუმცა ეს ჯერ-ჯერობით. იმედია, მალე შეივსება ახალი მაღაზიებითა და ბრენდებით თბილისი მოლი. აუცილებლად დავუბრუნდები სიმპატიური და ხარისხიანი აქსესუარების შესაძენად. მიხარია, რომ რაღაც ნორმალური იხსნება თბილისში. და ხელმისაწვდომი ფასებით, რაც მთავარია.

პ.ს. ეს პოსტი არ არის შეკვეთილი. იმდენად მომეწონა გემრიელი, "ცივილური" შოპინგი, რომ ერთი სული მქონდა, როდის გაგიზიარებდით :)


Related Posts Plugin for WordPress, Blogger...