რა ლამაზი დღეა...

თუ არ ცეკვავთ ან სკამიდან "ლაფათქით" ხართ ასაძრობი, რომ იცეკვოთ საკუთარი კომპლექსებიდან გამომდინარე - ეს ადგილი თქვენთვისაა ზედგამოჭრილი.

თუ ცეკვა უბრალოდ გიყვართ, მიუხედავად იმისა კარგად გეხერხებათ ეს, ცუდათ, თუ პროფესიონალურად - ეს ადგილი თქვენთვისაა ზედგამოჭრილი.

სანთლის საძებარია თბილისში ადგილი, სადაც მომსახურე პერსონალი მეგობრულად გესალმებოდეს და იუმორის ნოცრმალური გრძნობა გააჩნდეს. გამწოვი ნორმალურად მუშაობდეს და ბოლით არ იხრჩობოდე.

700-მა კაცმა უკვე გაიცნო ისინი. მეც.
და თქვენ იცნობთ ფიდელს??...

...არაჩვეულებრივი საღამო გავატარე მეგობრებთან დაბადების დღის წინასწარ აღსანიშნავად. პარასკევი იმიტომ ავარჩიე, რომ ლაივი უნდა ყოფილიყო ბარში. რომ კვირის ბოლო სამუშაო დღეს ყველანი უფრო მოვდუნდებოდით და განვიტვირთებოდით, ვიდრე ორშაბათს საღამოს. ძალიან მიქო რამოდენიმე ადამიანმა ეს ბარი. და მოლოდინმაც გაამართლა.

ჩემთვის კარგი დროის გატარების განმსაზღვრელია თუ ვისთან ერთად ვატარებ დროს, ანუ აუცილებლად ახლო მეგობრები უნდა იყვნენ, და რამდენს ვცეკვავ, ანუ აუცილებლად ისეთი მუსიკა უნდა იყოს, რომელიც შიგნიდანვე უკვე გიღიტინებს და ტაკო თავისთავად რომ იწყებს მოძრაობას :)

ბოლო პერიოდის განმალობაში ჩემი ახლო მეგობრების, ყველასი ერთად შეკრება რაღაც საოცარ სირთულეს წარმოადგენდა. ყოველთვის ვიღაც ერთი თუ ორი დაგვაკლდებოდა. სამსახური, ოჯახი, ბავშვი ავად გახდა და 1000 მიზეზი. გუშინ კი ყველანი ავიკრიბეთ. ძალიან მიხაროდა.

არც მუსიკამ დააყოვნა პეპლების აფრიალება. ბარის ორი მოცეკვავე არაჩვეულებრივად ერეოდა ქართული კომპლექსების დაძლევის საქმეს და სტუმრებს უბრალოდ ჯდომისა და ყურების საშუალებას არ აძლევდა. რაც ძალიან მომეწონა და რამაც გაახალისა კიდევაც ჩემი საღამო.

კოქტეილიც მივიღე საჩუქრად <3


 მოკლედ, ეს შეგრძნებები და მოგონებები კიდევ დიდხანს გამყვება ამ ცივ ზამთარსა და ნაცრისფერ სამუშაო დღეებში. როგორც კი კიდევ მექნება შანსი და არჩევანის საშუალება, თუ სად გავატარო საღამო, განვიტვირთო და გავერთო, უთუოდ პირველივე თავში რაც მომივა არის ქიაჩელის 8 ნომერი, ბარი ფიდელი :)

შეიგრძენით  სურნელი
 
 


პ.ს. ფასები - მისაღებად საშუალო. 
მე განვსაზღვრავ ხოლმე ცეზარის (12 და რაღაც), 
მარტინისა (6და რაღაც) და 
ცხელი კერძების (საშუალოდ 16 ლარი) ფასით.

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...