Dec 22, 2011

ენის შემსწავლელი მეთოდები

ინგლისურის შემსწავლელი კურსები - რომელი ჯობია? როგორც უცხოენადამთავრებულს, თარჯიმანსა და ინგლისური ენის "სპეციალისტს", ხშირად მეკითხებიან ხოლმე. არც კი მახსოვს, მე როგორ ავითვისე ენა.

თითქოს ბავშვობიდან მომყვებოდა. ბაღში მახსოვს წითელქუდას ვთამაშობდი, ინგლისურ ენაზე დადგმულს. მერე სულ მასწავლებლებთან დავდიოდი. ძალიან ბევრთან. მაგრამ მხოლოდ სამი ჩამრჩა გულსა და გონებაში:
<3  გივი - აბიტურიენტობის დროს - რომელმაც გარამატიკაში ისე მარტივად გამარკვია, რომ ჩაბარებიდან ორი წელი თავს არ ვიწუხებდი ლექციებზე სიარულით, ისე თავისუფლად ვაკეთებდი დავალებებს.
<3 თამრიკო მასწ - სტუდენტობისას - ყველაზე საყვარელი ლექტორი, ნიჭიერი ადამიანი და არაჩვეულებრივი პიროვნება.
<3 გოგა - გეპეის შემდეგ - რომელმაც მიმახვედრა, რომ სინქრონი და ზეპირი თარგმნა ჩემი არ არის. ასევე არც მასწავლებლობა. :)

სად წავედი. იმის დაწერა მინდოდა, რომ ყველა მეტნაკლებად გარეკლამებული კურსი კარგია. თუ გაწყობთ ფასი და განრიგი, მიდით. მთავარია დაიწყოთ, მოკიდო ხელი ენის შესწავლას და რა მეთოდით ისწავლი, დიდი მნიშვნელობა არ აქვს.

ნუ, თუ მეგრელთან მიხვალ და ინგლისურის მაგივრად
 მეგრულს გასწავლის, მასეთ რაღაცაში თავი არ უნდა გაყო :)



მთავარია რა - მონდომება. ამ გაწერილი პროგრამების მინუსად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ შენ შეიძლება უფრო მეტი პონეტციალი გაქვს, ვიდრე ვთქვათ ერთ გაკვეთილში/კურსშია მოცემული. მაგრამ ეგეც ხომ შენზეა დამოკიდებული? მეტი შეგიძლია? გადახვალ გაძლიერებულ ჯგუფში.

ჩემი აზრით მაინც ყველაზე კარგია ინდივიდუალური მასწავლებლის პოვნა, რომელიც შენი ათვიზსების და მიხედვით დაგტვირთავს. მეტი შეგიძლია? - მეტს მოგცემს . და ეს ეფექტურია ენის სწრაფად ათვისებაში.

არ გაქვს ფული არც კურსებისათვის და არც მასწავლებლისთვის? გამოსავალს ყოველტვის იპოვი, მთავარია რა? როგორც უკვე ვთქვი - მონდომება. ინტერნეტი და კომპიუტერი დღეს ყველას აქვს. გადმოიწერე შენთვის საინტერესო ფილმი. ან გაიმეტე ბოლო ბოლო ის 15 ლარი (თუ რა ჯდება ლიცენზირებული დისკები?) ჩართე გახმოვანების გარეშე, ქვემოთ რომ მოყვებოდეს ტიტრები ინგლისურადვე და ჩაუჯექი. თან ისმენ და ყურს აჩვევ, თან კითხულობ. კი, ძნელია რთულია. მაგრამ ისევ და ისევ რა? მონ-დო-მე-ბა! :)

ვერ მიხვდები წაკითხულ სიტყვას? დააპაუზე ფილმი, ამოიწერე სიტყვა, მოქექე ლექსიკონში, ჩაინიშნე. მეორეჯერ შეგხვდება, ჩაიხედავ უკვე ამოწერილს. მესამეჯერ შეგხვდება და უკვე გეცოდინება სიტყვა. ძალიან ეფექტურია.

დროთა განმავლობაში თუ მოინდომებ და ამ ფილმების ყურებას არ მიატოვებ, მიხვდები რომ უკვე ტიტრებს აღარ კითხულობ და ყველაფერი გესმის :)

ფილმი შეგიძლია შეცვალო საყვარელი მუსიკოსის სიმღერის ტექსტის მოძიებითა და აყოლით. ჩემთვის ინგლისურის ცოდნის მწვერვალი იყო რეპის რეჩიტატივებს თუ ტექსტის გარეშე გავიგებდი როგორც ყურით, ასევე აზრობრივად :))

საკაბელო ხომ გაქვს? მოძებნე რამე ინგლისურენოვანი არხი და სახლის საქმეებით თუ ხარ დაკავებული, ფონად იყოს ჩართული.

ეს მეთოდი, ცოტათი რომ გრამატიკაში ერკვევა, მათთვისაა ზედგამოჭრილი. ლექსიკის მარაგის გასამდიდრებლად და ყურის მისაჩვევად.

მოკლედ, მთავარია მონდომება და გამოსავალს ყოველთვის იპოვი.

პ.ს. მე ვის ვეუბნები რა, ვერ ჩავუჯექი ჩემს უსაყვარლეს ესპანურს <3
Related Posts Plugin for WordPress, Blogger...