Aug 18, 2010

როგორ შევარჩიოთ ეპილატორი

ტექნიკის ყიდვისას, ძალიან მეწვრილმანე ვარ და ყოველთვის ვცდილობ გავერკვე თითოეულ დეტალში. ვცდილობ გავარკვიო, თუ რა უპირატესობა აქვს A მოდელს A1 მოდელთან მიმართებაში და ვცდილობ ამით ჩემს მოთხოვნებზე მორგებული, საუკეთესო მოდელი ავარჩიო. რა თქმა უნდა, ფასსაც აქვს დიდი მნიშვნელობა და ამ მხრივ ვუყურებ რისი დათმობა შემიძლია ოდნავ განსხვავებულ მოდელებს შორის.

მოკლედ, ვარჩევ ეპილატორს. თავიდანვე ვიტყვი, რომ ბრენდის შერჩევაზე დიდი ხანი არ მიფიქრია და თავიდანვე გადავწყვიტე, რომ ბრაუნს ავიღებდი.


უბრალოდ, ძალიან დადებითად ვარ განწყობილი ამ ბრენდის მიმართ და რუსულ თუ ქართულ ფორუმზე ქექვისას ბრაუნის ეპილატორზე ბევრი კარგი გამოხმაურება ვნახე.

ეპილატორის შერჩევა სამ ეტაპად დაიყო ჩემთვის:

თავიდან ინეტრენტში ვიქექე. ამაზონზე ვნახე რა არის წარმოდგენილი, რა ფასებია. ბრაუნი მერყეობს 50 დოლარიდან 150 დოლარამდე. მერე მოვქექე ქართული წყაროები. ბრაუნს წავაწყდი მეგატექნიკის საიტზე. აქ უკვე 90 ლარიდან იწყება ფასები.

მეორე ეტაპი იყო უკვე მოდელებში გარკვევა. რა აქვს ამ 350 ლარიანს ისეთი, რაც სიტყვაზე არ აქვს 89-იანს. და თურმე დიდი განსხვავება ყოფილა!  აქ შევყოვნდები და გაგაცნობთ ჩემი "კვლევის" შედეგებს :)


უახლეს მოდელებს, კონკრეტულად კი ბრაუნის მე-5 და მე-7 სერიებს აქვთ 40 ცალი მიკრო პინცეტები, განსხვავებით ძველი მოდელებისაგან, რომლებსაც 20 ცალი გააჩნიათ. მიკროპინცეტების დიდი რაოდენობა  კი განაპირობებს იმას, რომ ერთ ადგილზე ეპილატორის გადატარების მერე არ მოგიწევთ იმავე ადგილზე მეორეჯერ გადავლა. ანუ ლოგიკურად, 40 პინცეტი უფრო მეტ თმის ღერს ამოიღებს ვიდრე 20, ჰო? ჰო :)


ბრაუნის ყველა მოდელს აქვს ორ სიჩქარიანი მარეგულირებელი, რაც კარგია იმ მომენტში, როდესაც პირველი სიჩქარის დაყენებისას უფრო რბილად მიდის პარსვა, ნელი სიჩქარე ინდობს კანს. პირველი სიჩქარე დამწყებთათვისაა კარგი. მეორე სიჩქარეში გადასვლისას კი უფრო აქტიურად ხდება მიკროპინცეტების ამუშავება. ამიტომ, თუ სხვა ფირმის ეპილატორის შერჩევას დაიწყებთ, იქაც დააკვირდით ორი სიჩქარის არსებობას.


სიმართლე გითხრათ პირველი და მესამე თაობის ბრაუნის ეპილატორებს არც კი ვუყურებდი, ძველი მოდელებია. ერთმანეთისაგან არაფრით განსხვავდებიან და მინიმალური "ნავაროტკები" აქვთ.

და უკვე შერჩევა დავიწყე მეხუთე და მეშვიდე თაობებს შორის. ჯერ ჩამოგიყალიბებთ რა აქვთ ამ ორ თაობას საერთო:

40 მიკროპინცეტის ტექნოლოგია, რომლებიც სწრაფად და ეფექტურად აცილებს თმას.

SoftLit სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს თმის ღერების ეფექტურად ამოწევას, რათა ისინი სათანადოდ მოხვდნენ პინცეტებს შორის.

SmartLight სისტემა, რომელიც წარმოადგენს საკმაოდ ძლიერ ნათურას, რათა გაგინათოთ ფეხის ის მონაკვეთი, რომელსაც იპარსავთ და არ გამოგრჩეთ არცერთი ღერი. ჩემნაირი ბრმებისათვის ეს ფუნქცია მისწრებაა.

რბილ ეპილაციას რაც შეეხება, აქ ოდნავი განსხვავებებია იმ მხრივ, რომ მეხუთე სერიას მოყვება გამაგრილებელი ხელთათმანი (რომელიც ეპილაციამდე მაცივარში უდნა მოათავსო. ვფქირობ, რომ ამ ხელთათმანს მე ცალკე ვიყიდი მაინც).


და მეშვიდე თაობას კი Olay ხელსახოცები მოყვება (16 ცალი პაკეტში).

ორივე ეფექტურად აგრილებს კანს და ამზადებს მას (შედარებით) უმტკივნეულო ეპილაციისათვის.

ასევე, მეხუთე თაობის ეპილატორებს ეპილაციის დროს დამმასაჟებელი სისტემა "ორმაგი მასტიმულირებელი"ს სახელითაა აღნიშნული, ხოლო მეშვიდე თაობაში ის "მაღალი სიხშირის" სამასაჟო სისტემითაა ცნობილი. მოკლედ, მე მგონი სახელს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია შედეგი: ეს დამმასაჟებელი სისტემები ხელს უწყობენ ეპილაციისას ტკივილის შემცირებას. ანუ სანამ ეს ჩვენი მიკრო პინცეტები ღერებს გვიპუტავენ, პარალელურად მუშაობს მასაჟის სისტემა და ცდილობს კანის ზედაპირი დაავიბრიროს ისე, რომ შეგვიმსუბუქოს ტკივილი.

გამოყენებაში მეხუთე და მეშვიდე თაობას მხოლოდ ერთი რამ აქვთ საერთო: სიჩარეების ორი დონე, როგორც ზევით ავღნიშნე.

თავაკები: აქ უკვე მოდელების მიხედვითაა, ზოგ მოდელს მეხუთეშიც და მეშვიდეშიც მოყვება ბიკინის ზონის, იღლიისა და სახის დამამუშავებელი თავაკები, ზოგს არა. უფრო კონკრეტულად რომელ მოდელს რა მოყვება, შეგიძლიათ ნახოთ ბრაუნის საიტზე, რომელიც, მინდა გითხრათ, მე ძალიან დამეხმარა პროდუქტში გარკვევასა და სასურველი მოდელის შერჩევაში.


სიმართლე გითხრათ, ამ თავაკებს, მე პირადად, დიდი ყურადღებას არ ვაქცევ. ჯერ ერთი, რომ იღლიაში ეპილატორის გამოყენება ძალიან არასასურველია. ბიკინის ზოლს ასე მგონია ვერასოდეს მივაკარებ რაღაც პინცეტებს და ვერ დავაპუტენებ თავს რაღაც მანქანას :D და სახეზე ღინღლს არ ვუჩივი. ასე რომ, "ნასადკებს" ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ ქონდა და ამაში ზედმეტ ფულს არ გადავყრი. ეს მომენტი ინდივიდუალურად უნდა გადაწყვიტოთ თქვენთვის.


ახლა რაც შეეხება განსხვავებებსა და სხვადასხვა მოდელის დიდ +ებს, რასაც მე მივაქციე ყურადღება:

გარდა იმ  ფუნქციებისა, რაც ზემოთ ჩამოვთვალე, მეშვიდე თაობის მოდელებს (განსხვავებით მეხუთესგან) გააჩნიათ ერთი ტექნოლოგია, რომელსაც Hair Lift ეწოდება და ის ყველაზე მცირე, 0,5 მმ სიგრძის ღერებსაც კი აცლის კანს.

რბილი ეპილაციის მხრივ, განსხვავება შეიმჩნება მეშიდე თაობის, ყველაზე ახალ მოდელებში, რომლებიც იძლევიან საშუალებას ეპილატორი შხაპის ან აბაზანის მიღებისას გამოვიყენოთ. ანუ წყალში, დენის დარტყმის საშიშროების გარეშე. ამბობენ, წყალში უფრო ქვეითდებაო ტკივილის ზღვარი და ამიტომაც შეიმუშავა ბრაუნმა  წყალში გამოყენების მსგავსი სისტემა.


ეპილატორის მოვლის კომფორტის მხრივ მეშვიდე თაობას აქვთ ერთი უდიდესი პლიუსი. ეს არის ეპილატორის წყლის ნაკადის ქვეშ გარეცხვის შესაძლებლობა. აქამდე ეპილატორებს წმინდავდნენ სპეციალური ჯაგრისით, მშრალად (რომელიც მოყვება, რა თქმა უნდა, ყველა ეპილატორს კომპლექტში). აქვე დავამატებ, რომ ძალიან ჰიგიენურია ამ ჯაგრისის სპირტში ჩაწობა და დასპირტული ჯაგრისით ეპილატორის თავაკების გაწმენდა.

ასევე, ძალიან მოსახერხებელი ოპცია გააჩნია მეშვიდე თაობის უკანასკნელ მოდელებს: ეპილატორის გამოყენება სადენის გარეშე. ანუ მაგალითისთვის 7681 და 7281 მოდელები შგიძლიათ დატენოთ ერთი საათის განმავლობაში, გამოაერთოთ დენიდან და 40 წუთის განმავლობაში გამოიყენოთ ეპილაციისთვის. (ანუ როგორც ზევით ავღნიშნე, წყალში იმუშაოთ ეპილატორით). ეს ასევე მოსახერხებელია, თუ ტყეში ხართ სადმე, დატენილი გაქვთ ეპილატორი და უცებ სასწრაფოდ მოგიხდათ ფეხების გაპარსვა :D


საბოლოოდ, მოდელებში და ფუნქციებში გარკვევის შემდეგ, ჯერი მიდგა ქართული ბაზრის ფასები შესწვალაზე, რასაც ამ დღეებში ვგეგმავ და დეტალურ პატაკს მორიგი პოსტით (თუ არ დამეზარა) მოგახსენებთ.




პ.ს. თქვენ რომელ მოდელს იყენებთ?
Related Posts Plugin for WordPress, Blogger...