ანუ თმის საშრობი მოწყობილობა.
სამი მნიშვნელოვანი რამ, რაც გასათვალისწინებელია ფენის შერჩევისას:
- ერგონომიკა
- წონა
- სადენის სიგრძე
დიახ დიახ, სადენის სიგრძეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან თუ ის მოკლეა, თქვენი აბაზანი კი დიდი, ან შესაერთებელი შორს გაქვთ დამონტაჟებული სარკისგან, სიცოცხლეს გაგიმწარებთ.
წონას რაც შეეხება, საშრობი უნდა იყოს მსუბუქი -
ვარცხნილობის
5 - 10 თუ მეტ წუთიანი დაყენებისას ხელი რომ არ დაგეღალოთ.
ერგონომიკა - დააკვირდით ღილაკები სათანადო და მოსახერხებელ ადგილას თუა განთავსებული. თმის შრობისას გემრიელად უნდა გეჭიროთ ფენი და შემთხვევით არ უნდა გეთიშებოდეთ ან სხვა რეჟიმებზე არ უნდა დაგაირთოს საშრობი.
დამატებით შეგიძლიათ უკვე საკუთარ მოთხოვნებზე მორგებული ფენი არჩიოთ, აქვს თუ არა დამატებითი თავაკები (насадки), როგორიცაა სატილერები, დიფუზორები და ა.შ. რამდენად ხმაურიანია. დააკვირდით, გააჩნია თუ არა ფენს სამი აუცილებელი ტერმერატურის რეჟიმი: მაღალი ანუ ცხელი, საშუალო და ჰაერი გათბობის გარეშე ანუ გრილი.
გაითვალისწინეთ, რომ ძლიერი ნაკადი უკეთესად აყენებს ვარცხნილობას, ვიდრე საშუალო ან სუსტი. სამაგიეროდ უფრო ვნებს თმას, განსაკუთრებით თუ ის მტვრევადი და სუსტია. ბევრ თანამედროვე მოდელს გააჩნია იონიზაციის ფუნქციაც (დაგუგლეთ), რაც ნამდვილად სასრგებლოა თმისთვის.
საბოლოოდ ფენი აირჩიეთ მეტნაკლებად ცნობილი ბრენდებით, საგარანტიო მომსახურების პირობების გათვალისწინებით და შემდეგ გადაწყვიტეთ ფასის მიხედვით.